*****

წერა არაჩვეულებრივი რამაა,თუნდაც იმისთვის რომ განთავისუფლდე ტკივილისაგან და ნამდვილი შვება იგრძნო.
მე ვამბობ იმას რასაც გრძნობ, მართალია გრამატიკული, სტილისტური შეცდომები ბლომად მაქ რის გამოც ბოდიშს გიხდით (მკითხველებო)მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ისაა რომ გულწრფელი და თავისუფალი ვარ.მთავარია წერო ის და გადმოსცე ისე როგორც გსურს.
.49

მშვიდობა იწყება ჩვენით

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე , თუ რა არის მშვიდობა ტითოეული ჩვენგანისთვის . ჩემთვის მშვიდობა გაღიმებული დედაა,ბედნიერი და მხიარული მეგობრებია. მე შემიძლია შევიგრძნო მშვიდობის ფერი და მისი სურნელი.არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა ფერისაა მშვიდობა?
მშვიდობა ჩემთვის ცისფერია , როგორც ზეცა;წითელია ,როგორც ვარდი; ყვითელია როგორც ახალგამოჩეკილი წიწილა; მწვანეა, როგორც ბალახი; ნარინჯისფერია ,როგორც განთიადისას ამომავალი მზე;
მშვიდობა იასამნისფერია ,როგორც იასამანი…
მშვიდობა მრავალფეროვანია , როგორც თვით ჩვენი დედამიწა.
4
მშვიდობას თავისი, განსაკუთრებული სურნელი აქვს . გაზაფხულზე ახლადამობიბინებული ბალახის სურნელი. გაზაფხულის წვიმით გაჟღენთილი მიწის სურნელი. ახლადაყვავებული ალუბლის ხეების სურნელი.
მაგრამ მშვიდობა არ ისადგურებს მხოლოდ ოცნებით . ის მუდამ უნდა იყოს ჩვენს გონებაში და გამოიხატებოდეს ჩვენი საქციელით, რადგან მშვიდობა თითოეული ჩვენგანიდან იწყება!
დაე, მშვიდობა სუფევდეს ჩვენს სამშოლოში და დაე დაიწყოს ის თუნდაც ჩემით!!!

ცხოვრება მშვენიერია

-გამარჯობა,როგორ ხარ?

-კარგად , შენ?

-ცუდად.

-რატო?

-რავი ასე მაქ მისჯილი ალბათ.მე ხომ კარგად არასდროს არ ვყოფილვარ.

-შენი მიმართება ცხოვრებისადმი საერთოდ არ მომწონს.

-არადა მე ძალიან მომწონს.ყველაფერს აქვს თავისი თეთრი და შავი მხარე.

-შენ გინდა ხალხს აჩვენო რომ შენს ცხოვრებაში შავი ფერი ჭარბობს.

-ხო.მეც მაგას ვამბობ.ზოგიერთი ადამიანი თეთრი მხრით არის დაჯილდოებული მე კიდე შავი მხვდა ალბათ წილად.

-ნუ ფიქრობ ასე!!! ცხოვრება მშვენიერია.და თუ შენთვის ასე არაა ,სხვების ჯინაზე მაინც დაუდექი მას მყარად.

-ადამიანებს ჯინაზე არასდროს არ ვუდგები.

-შენი აზრით რომელი ვიქცევით უფრო სწორად.

-არ ვიცი.ჩემს ქცევებს არ ვაფასებ.

-ჩემს როგორ შეაფასებდი?

-შენ რომ ურყევად დგახარ კარგია, მაგრამ სხვების ჯინაზე ცხოვრება ძნელად მიმაჩნია.

-არც კი ვიცი რა გიპასუხო.ერთის მხრივ მართალი ხარ, მაგრამ…

-მაგრამ მაინც მაგრამ.

-სწორედ ამაშია საქმე.

-ალბათ იქნება.

 

загруженное (1)

ყოველდღიურობა საზღვარს იქით

imagesეს ჩვენთვის ყოველდღიურობაა,მაგრამ თქვენთვის საინტერესო.

მინდა გავიხსენო ერთი ჩვეულებრივი დღე,მაგრამ ცოტა სათავგადასავლო.

მოგეხსენებათ სოფელი სადაც მე ვცხოვრობ საზღვრის პირაა.სოფელში სკოლა არ გვაქ.ამიტომ გვიწევს ვიაროთ აფხაზეთში.ბევრი გვეკითხება, რატომ არ დავდივართ მეზობელ სოფელში სასწავლებლად.კერძოდ კოკის სკოლაში… – ამის ბევრი მიზეზი გვაქვს.პირველი ისაა რომ ჯერ იმ დროიდან ვსწავლობთ აფხაზეთის სკოლაში როცა საზღვარზე გადასვლა თავისუფლად იყო შესაძლებელი.2008 წლის ომის შემდეგ კი დიდი ცვლილება მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით.მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ძალიან შეგვიყვარდა ის გარემო სადაც ჩვენ ვართ,ის ბავშვები და მასწავლებლები გულს გვტკენდა იმაზე გაფიქრებაც კი რომ მათთან დაშორება მოგვიწევდა.მეორე ის იყო რო აფხაზეთში სკოლა დამთავრებულ ბავშვებს საქართველოს სახელმწიფო უფინანსებდა სწავლას.ეს ძალიან დიდ დახმარებას უწევს ყველა ოჯახს.ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გვებრძოლა იმისათვის რომ არ დაგვეკარგა ყველაფერი ზემოთ მოხსენიებული.ბოლო ერთი თვეა საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლა ძალიან გამკაცრებულია მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნებდებით,არ ვეგუიებით რეალობას.ყოველ დილით როცა სკოლაში მივდივართ მასწავლებლები და და ბავშვები დიდი სიხარულით გვეგებებიან.ყოველ დილით გვილოცავენ საზღვარზე წარმატებულად გადასვლას.

მოკლედ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელ,საინტერესო და ცოტათი გულის ამაჩუყებელ ამბავს მოგიყვებით.

გათენდა.როგორც ყოველთვის ავდექით მე და ჩემი დაიკო.დავიბანეთ ხელ პირი,მოვწესრიგდით,ჩავიცვით რეზინის ჩექმები და გავუყევით გზას.ჯერ ბიჭების სახლისკენ .რომლებიც ჩემთან და ჩემს დასთან ერთად სკოლაში დადიან.(კოკა და კობა ეხვაიები).როცა მივედით მათ ტრადიცია არ დაურღვევიათ და სკოლაში წასვლის ნაცვლად ძილი არჩიეს.ჩვენ მარტონი ვერ წავიდოთ ამიტომ მოგვიწია მათი გაღვიძება.რაც მერწმუნეთ ძალიან რთულია 😀 როგორც იქნა გავაღვიძეთ ….მოწესრიგდნენ და გავუდექით გზას სკოლისაკენ.თხუთმეტი წუთის სავალია მაგრამ მირჩევნია კილომეტრები უსაფრთხოთ და ფეხით ვიარო სკოლამდე ვიდრე მოკლე გზა გავიარო მაგრამ ყოველწუთს იმის მოლოდინში რო რუსი მესაზღვრეები დაგვიჭერენ ან უკან გამოგვაბრუნებენ.
ჯერ პატარა მდინარეს გადავდივართ,რომელზეც არანაირი ხიდი არ არსებობს.შემდეგ შევდივართ ტყეში და მივყვებით პატარა ბილიკს მოხუცი ქალის სახლამდე.(სხვათაშორის ძალიან ლამაზია შემოდგომით ეს ადგილები მაგრამ შიშის მომგვრელი მაშინ როცა ღრუბლიანი და წვიმიანი დღეა.რადგან  შემზარავია  ეს გარემო  ასეთ  დროს)მისი სახლიდან უკვე სკოლა მოჩანს.ეზოშივე ვიცვლით ფეხსაცმელს.ის ქალი ყოველთვის ძროხას წველის როცა ჩვენ სკოლაში მივდივართ.ყოველთვის გვეუბნება -შვილო კარები არ დაგრჩეთ ღია და ხბო არ გამიგციოთ-(ო).. 😛 -არა ბებო , კარებს აუცილებლად დავკეტავთ…ვპასუხობთ
მერე მივუყვებით სკოლის ღობეს…შევდივართ სკოლის ეზოში…მატარებლის ვაგონივით რიგრიგობით მივყვებით ვიწრო ბილიკს სკოლის კარამდე…კარებში გვხვდებიან სხვა ბავშვების მშობლები…არ იღლებიან ყოველ დილით ერთი და იგივე შეკითხვაზე ერთი და იგივე პასუხის გაცემით და მაინც გვეკითხებიან -საიდან გადმოხვედით?როგორ გადმოხვედით?შეგხვდათ ვინმე?ხო არ დაგისველდათ ფეხები?  -ისევ იმ გზით მოვედით…არავინ არ შეგვხვედრია..(ჩვენ) და ა.შ.(მოკლედ  ძალიან  მოსაბეზრებელია  ეს  მომენტი.)

იმ დღეს შუქი არ იყო  სკოლაში(როცა ქარიანი და წვიმიანი დღეა შუქი არ არის ხოლმე.გამონაკლისი არც ეს დღე არ ყოფილა)ბნელი დერეფანი გავიარე და შევედი ჩემს კლასში.სკოლაში გათბობა შუქის გარეშე არ გვაქ.მციოდა.ხელები მიკანკალებდა.ჩემს გვერდზე     მჯდომმა გოგონამ თავისი  თბილი  ხელებით  გამითბო  ჩემი  ყინულივით ცივი თითები.კლასში ჯერ უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა მერე მასწავლებელმა მითხრა…- როდემდე უნდა გაუძლოთ ასეთ ტანჯვასო.(ქიმიის გაკვეთილი იყო.პირველ გაკვეთილზე დიდი ხანია სულ დაგვიანებით შევდივარ.ზოგჯერ მეორე გაკვეთილზე მიწევს სკოლაში მისვლა) ისევ სრული სიჩუმე ჩამოვარდა კლასში ,მაგრამ ეს სიჩუმე 10 წუთით ადრე დარეკილმა გამოსვლის ზარმა დაარღვია.საშინლად ციოდა სკოლაში და გაკვეთილების დრო შეამცირეს,უფრო ადრე რომ წავსულიყავით სახლში.გაკვეთილების დასრულებამდე საინტერესო არაფელი არ მომხდარა…მაგრამ ყველაფერი სწორედ რომ გაკვეთილების მერე დაიწყო.
ვბრუნდებოდით სახლში,თითქმის ბოლომდე გავიარეთ გზა,აი მდინარეში უნდა შევსულიყვაით და ისმის რუსების ჩექმების ხმა.ჩვენსკენ მორბოდნენ.ჩვენ მათი გვეშინოდა მათ კი იმის რომ არ გავქცეულიყავით…არადა რაღაც წამები და უკვე საზღვარზე  გადავიდოდით…როცა მოგვიახლოვდნენ გვკითხეს
-Куда вы едете?
-домой.
-Где ваш дом?
-на другом берегу.
-Знаете ли вы, что вы нарушаете границу. Вернитесь в школу.

ამ დროს ცინიკური ხმითა და სახეზე ეშმაკური ღიმილით ვუთხარი:

-большое спасибо.

კიდევ  კარგი საპასუხოდ  არაფელი  არ  უთქვამთ  😀

ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა ისევ სკოლაში გავბრუნდით.უფროსწორედ იმ მოხუცი ქალის სახლის უკან დიდი ხე დგას.იმ ხის ფესვებზე ვიჯექით იმის მოლოდინში რო ვინმე გადმოვიდოდა და გვეტყოდა -აღარ დგანან.გზა თავისუფალია.საშინლად გვშიოდა,გვწყუროდა და დაღლილები ვიყავით. ერთმანეთის გასამხნევებლად არ ვიმჩნევდით ამ ყველაფერს ,მაგრამ ჩვენს თვალებში იმ დროს ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლებოდა.
უცებ თვალი მოვკარი ჩემს კლასელ გოგოს და მის დას.გაგვიხარდა უკვე წასულები იქნებიან   რუსი  მესაზღვრეები და გადასვლას შევძლებთთქო.ეჰჰ….რა ტყუილად გვეგონა ასეე…ცოტა ხანში მათ ზურგს უკან ვნახეთ რომ რუსები მოდიოდნენ..თურმე დაუჭერიათ ბაზაში მიჰყავდათ.არ გვინდოდა რო ისევ შევხვედროდით რუსებს და იმ  ქალის    სახლში  შევვარდით  და  დავიმალეთ.ქარი საშინლად ჰქროდა,ბუნება თითქოს კიოდა,ირგვლივ ყველაფერი უდაბნოს დამსგავსებოდა.დიდ ხანს  არ  გამოვსულვართ  იქიდან..ბოლოს  ფეხის  ხმა  შემოგვესმა.(ის  გოგონები  იყვნენ..უკვე  გამოეშვათ  რუსებს)

-გამოგიშვეს?(ჩვენ)
-კი.სრულწლოვანები არ ვართ და ახლა ახალი კანონი აქვთ.არასრულწლოვანების დაჭერა აკრძალული აქვთ.(ისინი)

სიჩუმე.
უცებ  დავარღვიე.

-სად იყავით(მე)

ეს იმიტომ ვკითხე რომ ვიცოდი ქალაქიდან მოდიოდნენ.ხელში ორი ჩანდა ეკავათ.

-ბებო ცუდად გახდა.სახლში საჭმელიც შემოგველია და დღეს ქალაქში ვიყავით რომ გვეყიდა.(ისინი)

მიხვდნენ თუ რატომ დავუსვი მათ ეს შეკითხვა და ჩანთიდან ერთი პური ამოიტანეს და მოგვაწოდეს…ჩვენც უარი არ გვითქვამს ,მადლობა გადავუხადეთ და მადიანად შევექეცით…უფროსწორედ მარტო მე ვჭამე.(სხვებს შერცხვათ)…მაგრამ როცა ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ ის დარჩენილიც გააქრეს თვალის დახამხამებაში. 😀

ამასობაში შემოგვაღამდა…უკვე წასულებიც იყვნენ რუსი მესაძღვრეები და ძლივს მოვახერხეთ სახლში მისვლა.

სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი…?

ჩემი სამოთხე ჩემს გულშია

ghfjtuiejgig (45)
       მე ვარ  ჩვეულებრივი  ადამიანი,არც  ვინმეზე  მეტი და  არც ვინმეზე  ნაკლები.მე  არ  ვარ  მდიდარი,მაგრამ  არც  ღარიბი .ყველაზე დიდი სიმდიდრე  რაც  გამაჩნია ეს  არის სიყვარული.

 უსიყვარულოდ  ხომ მზე და მთვარეც  ვერ  იარსებებდა .მე  შეიძლება სასწაულების  მოხდენა  არ  შემეძლოს მაგრამ,ის  ნამდვილად შემიძლია რომ ჩემი  სული და გული გადავცე იმ  ადამიანს რომელიც  დღეს სიცოცხლეზე  მეტად  მიყვარს.მე  სიყვარულმა  ბევრ  რამეზე დამაფიქრა და  ბევრ  რაღაცას  მიმახვედრა.

პირველ  რიგში  იმას  რომ  სიყვარულს  პატარა,თოთო  ბავშვივით  უნდა     გაუფრთხილდე.თუ არ გაუფრთხილდები თვალის  დახამხამებაში  გაქრება იგი და ის ტკბილი წუთებიც  მწარე  მოგონებად  დარჩება.

ასევე  მივხვდი იმასაც რომ სიყვარული ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა  რომელიც ყველაფერს  იტევს:სულსაც  ნიშნავს და სხულსაც ,სიცოცხლესაც და  სიცოცხლის  აზრსაც…

რა პატარაა  ბედნიერება  და  რამდენ  ბრძოლას მოითხოვს.

ზამთრის სუსხი აფხაზეთში

17868_107827165898602_100000139568087_211975_4748481_n
აი დადგა აფხაზეთშიც ცივი და სუსხიანი ზამთარი.

როგორ მეზარება იმის გაფიქრებაც კი , რომ დილით გავიღვიძებ და ჩემი ოთახის ფანჯრებზე მზის თბილი და კაშკაშა სხივების ნაცვლად,იმ სხივების ნაცვლად რომლის დანახვისას ჩემს პატარა გულში სითბო იბუდება…იმ სხივების ნაცვლად რომელიც ფუნჯივით ხატავს ღიმილს ჩემს სახეზე მაშინაც კი როცა ვიღვიძებ და უგუნებოდ ვარ… მხოლოდ და მხოლოდ ღრუბლებით შეფუთულ ცას და ნამიან ფანჯრის მინებს დავინახავ.

მაგრამ,მაინც მიყვარს ეს ყველაფერი..ამასაც ხომ თავისი ხიბლი აქვს…ჰმმ…რას გაუგებ ადამიანის გუნებას..

ზაფხულია,ცხელა და…ზამთარს და სიცივეს ვნატრობთ…
-ნეტა ზამთარი იყოს ,კაცი ცეცხლს დაანთებს და როგორმე გათბება-ო…

ზამთარია ,ცივა და…ზაფხულს და სიცხეს ვნატრობთ.
-ნეტა ზაფხული იყოს,ჩრდილს მაინც შევაფარებდით თავს -ო.

ვერც ზამთრის სიცივეს ვერ დავახწევთ თავს ზამთარში, და ვერც ზაფხულის მცხუნვარე დღეებს. იმაზე რატო არ ვფიქრობთ , რომ რასაც ვნატრობთ და გვისრულდება იმას დაფასება უნდა …უნდა დავტკბეთ და ვისიამოვნოთ იმით რაც გვაქვს.

მეზარებაო ვამბობ, მაგრამ მაინც მიხარია რომ აფხაზეთშიც შემოიჭრა ცივი და სუსხიანი ზამთარი. გულისფანცქალით ველი თუ როდის მოვა თოვლი..როდის შევძლებ გუნდაობას ჩემს მეგობრებთან ერთად,როდის გავაკეთებ თოვლის ბაბუას,თუნდაც იმიტომ ველი თოვლის მოსვლას ,რომ უბრალოდ წამოვწვე თოვლზე,,ავხედო ზეცას და დავტკბე თოვლის ფიფქების ცეკვით.

****
getImage (1)
ეს ისე ზოგადად,მაგრამ მინდა გითხრათ ისიც თუ როგორია ზამთარი აფხაზეთში,ისეთ სახლებში სადაც ცხოვრობენ ბავშვები რომლებსაც სულ არ აქვთ ზამთრის განწყობა.მინდა მოგიყვეთ ისეთ ბავშვებზე რომლებსაც სულაც არ უხარიათ თოვლის მოსვლა.ისეთ ბავშვებზე რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წინა საახალწლო განწყობა… და იცით რატომ?იმიტომ რომ მათთვის ზამთრის მოსვლა ასოცირებულია მხოლოდ სიცივესთან,ყინვასთან.მათ ის რასაც საახალწლო განწყობას უწოდებენ არ იციან რა არის,როგორია ეს გრძნობა…მათთვის ეს ყველაფერი უცნობია.

ისინი ცხოვრობენ სახლებში რომლის კედლებიც ბევრ ტკივილს ინახავს.ისეთ სახლებში რომლებმაც ომის დროს განადგურებასა და აფხაზეთის ფესვებისგან მოწყვეტას გადაურჩა.

ერთი სიტყვით მათ არააქვთ არანაირი პირობები,რომ ზამთარს, ახალ წელს შეხვდნენ სახეზე ღიმილით. მზე ჩავა თუარა ცდილობენ თავი დააღწიონ სიცივეს და დასაძინებლად მიდიან. როგორც ვიცი ზამთრის ყოველ ღამეს დედასა და შვილებს შორის დიალოგი ასეთია.

-დეე გცივაა?(დედა)
-არა დე უკვე გავთბი.(შვილი)

ან რა გზააქვთ ბავშვებს.ყველანაირ შემთხვევაში მათი პასუხი დადებითია.რატომ? იმიტომ რომ დედას ასე უფრო კარგად დაეძინება.საფიქრალი არ ექნება რომ თავისი შვილები არ ცხოვრობენ სახლში სადაც ყოველთვის თბილა.ჩემი აზრით დედა ხვდება ყველაფერს.ის გრძნობს შვილების გულის ტკივილს.

ესეც არ იკმარეს რუსებმა და ახალ წელს საზღვრებზე აკრძალეს ასაფეთქებლების გადატანა.ამიტომ , 31 დეკემბერს როცა 12 საათი მოვიდა ბავშვები ფანჯრებთან მიყუდებულები უყურებდნენ ცას,ცას საზღვარს იქით,საქართველოს ცას,რომელიც ულამაზესი იყო ,რადგან ფეიერვერკები ამშვენებდნენ მას. აფხაზეთს კი თავს ღრუბლები დაჰყურებდნენ.

****
ბევრი შემოდგომის ღამე გავათენე,                                                                                                          ახლა ზამთარია,თოვა სევდიანი.
ფანჯრის ხედებიდან ვერცერთს ვერ გავუგე,
დროა გაზაფხული დადგეს ეშხიანი!
მტკივა სიმარტოვე,ფიქრში გახვეული,                                                                                                     ქარი სევდიანი,დადის ზამთრის გზაზე.
ჩუმად მოვიმარჯვე ჩემი პოეზია,
ვდნები ისე,როგორც ფიფქი მთაწმინდაზე.

ავტორი : ზუ ქირთბაია

პირფერობა უფლის წინაშე თუ რწმენა უფლისადმი?

загруженное

თვალთქმაქცები და საცოდავები ხართ ყველა ვინც აქამდე არ დადიოდით და ამ 2 დღის განმავლობაში იყავით მამა გაბრიელის
საფლავზე.

რა გგონიათ, ღმერთს მოატყუებთ? სიტყვაზე გამოიჭერთ? =)) თუ აქამდე რო ქრისტიანულად არ გიცხოვრიათ, ეხლა
მიხვალთ მაინც: რა იცი რა ხდება და იმასაც სიტყვა აქვს ნათქვამი და შეასრულებს? ოქროს თევზი გგონიათ?.. =)

ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. ამის შესახებ საქართველოს
საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო ამ დღეებში მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. “ინტერპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც.

მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა.
საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ
უნდა ვევედროთ უფალს.

დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს”, _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ამას გარდა, ასევე მინდა, რომ დრო ვიხელთო და მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული.ყველას აგვსრულებოდეს ყველა ის სურვილი რაც გულით გვსურს.(გარდა ცუდისა).მოდით ეს უძვირფასესი წუთები გავატაროთ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე.დავივიწყოთ წყენა,ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი და შობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შევხვდეთ სითბოთი და სიყვარულით.

ბავშვობა

images
რატომ ვართ ადამიანები ასეთი უგუნურები?რატომ ვანადგურებთ იმას რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია?რატომ არ ვაფასებთ იმას რაც ყველაზე მეტად გვიყვარს?

ამ ბლოგის შექმნა იცით რატომ გადავწყვიტე?იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი მიხვდეს თუ რამხელა შეცდომას ვუშვებთ ცხოვრებაში…არ ვაფასებთ,არ ვუფრთხილდებით იმას რისი დაბრუნებაც უკვე გვიანი იქნება,როცა მას დავკარგავთ.

თემას რომ არ გადავუხვიო პირდაპირ ვიტყვი რისი თქმაც თქვენთვის მსურს.

ადამინის ცხოვრებაში საუკეთესო წლები ბავშვობის წლებია.ამ ულამაზეს ხანაში სწავლობს ადამიანი ცხოვრებას და მის მკაცრ წესებს,იმას თუ რა არის ტკივილი და ბედნიერება,სიყვარული და სიძულვილი.

ყველაფრის მიუხედავად ბავშვობა მაინც ძვირფასია ცხოვრებაში.მაგრამ განა ყველა ბავშვი ბავშვია?რატომ ვთამაშობთ დიდობანს?ამას ხომ ყოველივე შემთხვევაში მოვესწრებით.ბავშვობას კი ვერ დავაბრუნებთ.

იყო ბავშვი ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა გქონდეს კიკინები თავზე,ყოველ წუთს ეძახოდე დედას და ა.შ.უბრალოდ ვიყოთ ისეთები როგორებიც ვართ.ვიცხოვროთ რეალობით და არ ავყვეთ ოცნებებს. სანამ გავიზრდებით,მოდით დავტკბეთ ცხოვრების ამ ულამაზესი და უნეტარესი წუთებით.

ლიდერი

      ლიდერი მაშინ ხარ როცა გავლენას ახდენ ჯგუფზე საერთო მიზნის მისაღწევად.ასევე მაშინ როცა გაგაჩნია სწრაფი აზროვნების უნარი,ეს თვისება გეხმარება იმაში რომ სწრაფად გადაჭრა ის საკითხი რომელსაც შენი ჯგუფი ვერ წყვეტს.უნდა იყო მიზანდასახული,რადგან შენი წამოწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე უნდა მიიყვანო.სხვათაშორის ჩემს თავში ყველაზე მეტად ამ თვისებას ვაფასებ.  მაგრამ,ვფიქრობ  რომ კონცენტრირების  უნარი  ყველაზე  მთავარი  თვისებაა  რომელიც თითოეულ  ლიდერს უნდა გააჩნდეს,რადგან  შეიძლება იყო  მიზანდასახული,იყო  სრაფი მოაზროვნე,მაგრამ,თუ  არ  გაგაჩნია კონცენტრირების  უნარი  ყურადღება  სხვა  რამეზე  გადაგაქვს  და  არ ფიქრობ შენს  საქმეზე.ანუ,მუშაობის დროს უნდა იყო გარესამყაროსგან მოწყვეტილი.

                                   images
      რაც შეეხება  უარყოფით თვისებებს,ლიდერი არ  უნდა  იყოს  ზედმეტად ამაყი,თავმოყვარე.არ უნდა ეზარებოდეს ადამიანებთან ურთიერთობა,და რაც მთავარია მუშაობა.         

კოჯრის სახლის მოჩვენებები

კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული:”დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!” “აქ ცხოვრობს მოჩვენება!” “სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში” და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება

6403a26d5f23814862ef5a1104278efb
          რსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლში დაახლოებით ათმა ოჯახმა სცადა ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ერთიანად ამოწყდა, მათი მომხსენიებელიც კი არ დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ ამ სახლში მოჩვენებებს, სახლსაც უცნაური ფორმა აქვს, ღამით რომ ამოხვიდეთ, მაშინ ნახავთ ამ სახლის “ხიბლს”.კოჯორში ყველამ იცის ამ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ, ზოგს თავისი თვალით უნახავს მოჩვენებები. მოხუცები ამბობენ, ვინც აქ იცხოვრა, ვერავინ გაიხარაო. ყველა ერიდება ბავშვების აქ გამოშვებას. ამ სახლის სანახავად ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან, ზოგი ვერაფერს ხედავს, ზოგიერთი კი შეშინებული გარბის. ერთ-ერთ მილიარდერს უნდოდა ამ სახლის შეძენა, მაგრამ გადაიფიქრა. შეიძლება სახლის დემონტაჟის მოთხოვნა, მაგრამ არავის უნდა ამ ცოდვაში ფეხის ჩადგმა, ეშინიათ.

წყარო:http://ucnauri.com/